"ცახალი" - რას წარმოადგენს არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია - კვირის პალიტრა

"ცახალი" - რას წარმოადგენს არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი სულ უფრო ღრმავდება. ისრაელის საომარი ოპერაცია, კოდური სახელით: "კედლების მცველი" (שומר החומות) გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის არმია "ცახალი" (צה"ל ישראל) "ჰამასის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს რეზერვისტების 70%. ამ დროისთვის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კვლავ ისმის საომარი სირენის ხმა. ქვეყნის სჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათი" კვლავ იგერიებს "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმებს. არეულობაა რამდენიმე ქალაქში, სადაც არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

"ცახალი" - არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია

თავისი არსებობის თითქმის 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პატარა ისრაელმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის შექნა შეძლო. სხვებთან შედარებით, მცირე რიცხოვნობის მიუხედავად, დღეს ისრაელს მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პროფესიონალური, მობილური და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

"ცახალი" - ისრაელის თავდაცვის არმია, სახელმწიფო ისრაელის დაარსებიდან ორ კვირაში შეიქმნა. შესაბამის განკარგულებას ხელი დავით ბენ-გურიონმა 1948 წლის 26 მაისს მოაწერა. ახლად შექმნილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ ნათლად გაიაზრა ახალდშექმნილი ისრაელის გარშემო არსებული ვითარება

როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. ისრაელს რიცხობრივად ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწევდა გამკლავება. შედარებით სუსტი ეკონომიკა კი ქვეყანას ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების საშუალებას არ მისცემდა. ამიტომაც ომის დაწყების შემთხვევაში (ასეთი შემთხვევები კი ისრაელის ისტორიაში მრავლად იყო) შეტევა მოწინააღმდეგის არმიის ყველაზე სუსტ წერტილზე მინიმალურ დროსა და საარმიო რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უნდა მომხდარიყო. პირველ ეტაპზე "ცახალში" იარაღისა და სამხედრო ტექნიკის (მათ შორის თვითმფრინავების) დეფიციტის კომპენსირება არსებულის მოდერნიზაციით ხდებოდა. მოძველებულ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტანკებზე ახალი ძრავები და ქვემეხები ყენდებოდა. მაგრამ მთავარი აქცენტი პირადი შემადგენლობის მომზადებაზე კეთდებოდა.

საომარი მოქმედებებისას დიდ ყურადღებას "ცახალის" ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ნაირსახეობების შეთანხმებულ მოქმედებაზე ამახვილებდა. რადგან ბრძოლის ველზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

სირთულეების მიუხედავად ისრაელის მთავრობა შეიარაღების ყიდვას საზღვარგარეთაც ახერხებდა. ხშირ შემთხვევაში ეს პროცედურა გაყალბებული დოკუმენტებით, ქრთამის მიცემითა და ჩინოვნიკების მოსყიდვით ხდებოდა.

მაგალითად, როდესაც ფრანგები მიხვდნენ, რომ მარსელის ვერფებზე აშენებულ კატარღების გამოყენებას ისრაელი სამხედრო მიზნებში აპირებდა, დამკვეთისთვის მათ გადაცემაზე უარი თქვეს. თუმცა თავად ისრაელისთვის ამას ხელი არ შეუშლია - "მოსადის" თანამშრომლებმა ისინი ღამით გაიტაცეს. მსგავსი შემთხვევები "ცახალის" ისტორიაში მრავლადაა. გააგრძელეთ კითხვა