"ჰამასის" ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ"
"ჰამასის" ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ"
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ჰამასის" ლიდერები მძიმე საფასურს გადაიხდიან ისრაელზე თავდასხმისთვის და ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა.

"მე ვთქვი, რომ "ჰამასსა" და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით. ბოლო დღეს ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამიზნეებზე.

"ჰამასი" ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. "ჰამასის" ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ და ასე გავაგრძელებთ. ისინი თავს დაგვესხნენ ჩვენს დღესასწაულზე, ისინი
თავს დაესხნენ ჩვენ დედაქალაქს, მათ რაკეტები დაუშინეს ჩვენს ქალაქებს. ისინი იხდიან და კვლავაც გადაიხდიან მძიმე საფასურს ამისთვის. ეს ჯერ არ მორჩენილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება აღვადგინოთ ჩვენს ქალაქებში და მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ლიდერებს და
ყველა სხვას, ვინც მხარდაჭერა შესთავაზა.

"ისინი ემხრობიან ჩვენს ბუნებრივ და აშკარა უფლებას, რომ დავიცვათ თავი იმ ტერორისტებისგან, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და მათ უკან იმალებიან", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები