"პანდემიის მეორე წელს უფრო მაღალი იქნება კორონავირუსით სიკვდილიანობა, ვიდრე პირველ წელს იყო" - როგორი პროგნოზი აქვს ჯანმოს ხელმძღვანელს? - კვირის პალიტრა

"პანდემიის მეორე წელს უფრო მაღალი იქნება კორონავირუსით სიკვდილიანობა, ვიდრე პირველ წელს იყო" - როგორი პროგნოზი აქვს ჯანმოს ხელმძღვანელს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე წელს მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე პირველ წელს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"კორონავირუსმა უკვე შეიწირა 3.3 მილიონი სიცოცხლე და ჩვენ ახლა იქით მივდივართ, რომ პანდემიის მეორე წელს გაცილებით მეტი სიკვდილიანობა იქნება, ვიდრე პირველ წელს“, -აღნიშნა გებრეიესუსმა.

მან ხაზი გაუსვა მსოფლიოში ვაქცინების არათანაბარ განაწილებას და აღნიშნა, რომ რამდენიმე მდიდარ ქვეყანაში, რომლებმაც შეიძინეს ვაქცინების დიდი ნაწილი, ახლა დაბალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია ხდება.

„ვაქცინებით მომარაგება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. მე მესმის, თუ რატომ სურს ზოგიერთ ქვეყანას ვაქცინაცია ჩაუტაროს ბავშვებსა და მოზარდებს, მაგრამ ახლა მათ ვურჩევ გადახედონ მოქმედებებს და ნაცვლად ამისა, ვაქცინა აჩუქონ COVAX პროგრამას. დღეისათვის ვაქცინების განაწილების მხოლოდ 0.3% მიდის დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ambebi.ge