"უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში"
"უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში"
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

"უკრაინა ევროპაა და ჩვენ ევროპელები ვართ. ჩვენ ვართ ევროპის ცენტრი და გული გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ჩვენ ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ვამტკიცებთ ყოველ დღე, ქვეყნის ცვლილებებით, დამოუკიდებლობის და ჩვენი მომავლის მშენებლობით და ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში", - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში 15 მაისს ევროპის დღე აღინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები