"ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდე, უცებ შესაძლოა შენი, შენი შვილებისა და შენი ოცნებების სასაფლაოდაც იქცეს..."
"ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდე, უცებ შესაძლოა შენი, შენი შვილებისა და შენი ოცნებების სასაფლაოდაც იქცეს..."
"ღამით განსაკუთრებით გვეშინია, შესაძლოა მეორე წუთში შენი სახლი შენს საფლავად იქცეს" - ამბობს BBC-ს ჟურნალისტთან საუბრისას ნაჟვა შეიხ-აჰმადი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოვლენების გამო შეშინებულია.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნაჟვა ამბობს, რომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობას ისრაელელი სამხედრო მფრინავების, რაკეტების აფეთქებისა და ორმხრივი დაპირისპირების ხმა ესმით.

მოსახლეობა 24 საათის განმავლობაში პალესტინელი მებრძოლებისა და ისრაელელი ჯარისკაცების დაპირისპირებას ხედავს. ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. სამხედრო დაპირისპირების გარდა, ისრაელის ქუჩებში ერთმანეთს არაბებისა და ებრაელების დაჯგუფებები 
ღიად დაუპირისპირდნენ.

კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, ახლა უკვე უკონტროლო გახდა.

"რთულია შიშის დამალვა"

გასულ კვირას ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორზე მიიტანეს იერიში, ამ დროს ნაჟვა ოჯახთან ერთად მათ ერთსართულიან სახლში იმალებოდა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ შემდეგი რაკეტა მათ სახლს მოხვდებოდა.

"შესაძლოა, მორიგი სამიზნე
შენი სახლი, შენი ეზო ან შენი რაიონი გახდეს. და ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდე, უცებ შესაძლოა შენი, შენი შვილების, ოჯახის და შენი ოცნებების სასაფლაოდაც იქცეს..."

ნაჟვა მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად ღაზას სექტორის ცენტრში, დევნილთა საცხოვრებელთან ცხოვრობს. ეს ადგილი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული. პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელთა განცხადებით, კონფლიქტის გამძაფრებიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 17 ბავშვი დაიღუპა.

ისრაელის მხარის განცხადებით, ისინი მხოლოდ "ჰამასისა" და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებს ბომბავენ, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ღაზას სექტორიდან რაკეტების არასწორად ამოქმედებისას დაიღუპა.

მოსახლეობის შიში მას შემდეგ გამძაფრდა რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის მხარე სახმელეთო შეტაკებისთვისაც ემზადება.

"ძალიან მეშინია ჩემი შვილების გამო. ეს შიში ადამიანურ სახეს გვაკარგინებს. ვცდილობ, ბავშვებს აღარ ვუამბო ახალი ამბები, მაგრამ ინფორმაციას სოციალური ქსელით მაინც იგებენ" - ამბობს ნაჟვა, რომელიც ყველაზე მეტად 11 წლის ვაჟზე განიცდის.

"დარჩენა ძალიან სახიფათო იყო"

ორშაბათ საღამოს, ისრაელის ქალაქ ლოდში აფეთქებებისა და მოსახლეობის დაპირისპირების შემდეგ, თოვა ლევმა ოჯახთან ერთად, ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ქალაქი ლოდი თელ-ავივიდან 15 კმ-ს მოშორებით მდებარეობს, აქ ებრაელებთან ერთად არაბებიც ცხოვრობენ, თუმცა პალესტინასა და ისრაელს შორის დაპირისპირების შემდეგ, მოსახლეობა ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა.

იმ დღეს მეჩეთიდან გამოსულმა დაჯგუფებამ კიდევ ერთხელ შეავიწროვა ებრაელები. მათი გადაადგილების ამბავს ოჯახთან ერთად სახლში ჩაკეტილი თოვა სოციალური ქსელის საშუალებით იგებდა. დაჯგუფების წევრები, სულ მალე თოვას სახლს მიუახლოვდნენ.

"ისინი ყველაფერს წვავდნენ. ძალიან შემეშინდა, ეს საშინელი სანახავი იყო. ვფიქრობდი, რა შეუშლით მათ ხელს, ამოვიდნენ და ჩვენი სახლის კარი შემოამტვრიონ?" - იხსენებს თოვა. დაჯგუფების წასვლის შემდეგ, მათ ბარგი სწრაფად ჩაალაგეს და სხვა ქალაქში მეუღლის ძმასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

თოვასა და მისი ოჯახის ქალაქიდან წასვლის შემდეგ, მოსახლეობას შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდა. გასულ კვირას ქალაქი სარაკეტო დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. რაკეტა ისრაელელი არაბების მანქანას დაეცა, დაიღუპა ორი ადამიანი.

"ლოდში სამოქალაქო ომია" - განაცხადა ქალაქის მერმა.

დაბომბვებისას მოსახლეობამ ბუნკერებს შეაფარა თავი. ებრაელებთან ერთად, ბუნკერს არაბი მოსახლეობაც აფარებდა თავს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე საათის წინ თანაქალაქელთა დარბევაშიც მონაწილეობდა... (წყარო)

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი, ისრაელმა ღაზის სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიშები დაიწყო.
ფ. ტ.
17 მაისი 2021 23:49
რუკას დახედე, აქ ძალიან ძნელია მშვიდობის შენარჩუნება!
ani
17 მაისი 2021 05:03
ღმერტო უშველე, და დაიფარე ყველა!! ამინ!
გაუმაძღარი პოლიტიკოსების საჯიჯგნად არის გადაქცეული მსოფლიო.
და ეს გინდატ თქვენ ლიბერალ და ტავგასულ პოლზიცია-ოპოზიციას, რომ საქართველო კიდევ ერტხელ აღმოჩნდეს ტეტრი დათვის აგრესსიის ქვეშ დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისადმი ერთგულები რომ რჩებით??
ვინ ტუსეტუმეებს გვეძახით მათ ვისაც გვსურს რომ მხოლოდ! მშვოიდობიანი მოლაპარაკებებით ისევ და ისევ რუსეთტან და არა დასავლეთტან, მოგვარდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნება!
თუ არადა მაგალიტები თვალწინ გაქვთ როგორ სწრაპად შიძლება აგრესიული მიდგომებიტ მდგომარეობის შცვალ.
ღმერთო დაიპარე ყველა ადამიანი ასეტი საშინელებისგან!
muradi
16 მაისი 2021 21:57
წარსულის დანასჰაულზე კველამ პასუხი უნდა აგოს პაპას ნაწამმა ტკემალმა სჰვილისჰვილს მოსჰწრა კბილიო არაბი მუსულმანები საუკუნეების განმავლობასჰი ცაგრავდნენ ებრაელებს ტავანტ მიცაცხლიდან დევნიდნენ მე სულიტ და ხორციტ ქარტველი ვარ გაუმარჯოს ებრაელ ერს გაუმარჯოს ისრაელს სულიტ გულიტ მატტან ვარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები