ღაზიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით კიდევ 60 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა "ჰამასის"გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი გაანადგურა - კვირის პალიტრა

ღაზიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით კიდევ 60 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა "ჰამასის"გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი გაანადგურა

"ღაზიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით კვირას საღამოს 7:00 საათიდან ორშაბათს დილის 7:00 საათამდე პერიოდში კიდევ 60 რაკეტა ისროლეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასროლილი რაკეტებიდან 10 ღაზას ტერიტორიაზევე ჩამოვარდა, იმ რაკეტებიდან კი, რომელმაც ისრაელში შეაღწია, უმეტესობა გაანეიტრალეს.

ამასთან, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში "ჰამასის" მიწისქვეშა გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი დაბომბა.

"20 წუთის განმავლობაში იერიში 35 ტერორისტულ სამიზნეზე განხორციელდა. თავდასხმის ოპერაციაში 54 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა,"- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

"ინტერპრესნიუსი"