"ისრაელის თავდაცვის ძალებმა" ისლამური ჯიჰადის მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა" - კვირის პალიტრა

"ისრაელის თავდაცვის ძალებმა" ისლამური ჯიჰადის მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა"

"ისრაელის თავდაცვის ძალებმა" ღაზაში საჰაერო დარტყმების შედეგად "ისლამური ჯიჰადის" მეთაურის, ჰუსამ აბუ ჰარბიდის ლიკვიდაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰუსამ აბუ ჰარბიდი ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების ჩრდილოეთ დანაყოფს თითქმის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ისრაელის ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა.

"ისლამურ ჯიჰადს" ჰუსამ აბუ ჰარბიდის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.