ესპანეთმა სეუტას ანკლავში, სადაც ათასობით მიგრანტი შეიჭრა, ჯარი შეიყვანა - კვირის პალიტრა

ესპანეთმა სეუტას ანკლავში, სადაც ათასობით მიგრანტი შეიჭრა, ჯარი შეიყვანა

ესპანეთის ანკლავის, სეუტას ტერიტორიაზე მეზობელი მაროკოდან 6 000-მდე მიგრანტი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBჩ-ი ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა მაროკოელია და მათ შორის 1 500-მდე არასრულწლოვანია.

ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტაში ჯარისკაცები შეიყვანა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას დაეხმარებიან და მაროკოსთან საზღვარზე პატრულირებას განახორციელებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდ-მარლასკამ განაცხადა, რომ სეუტას სასაზღვრო ძალებს 200 ჯარისკაცი და 200 პოლიციელი დაეხმარება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სეუტაში შექმნილი კრიზისის გამო პარიზში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ესპანეთის სეუტასა და მელილას ანკლავები ცხოვრების უკეთესი პირობების პოვნის მიზნით ევროპაში ჩასვლის მსურველ აფრიკელ მიგრანტებს დიდი ხანია იზიდავს.

"ინტერპრესნიუსი"