"პოლონეთისა და ისლანდიის დელეგაციების წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ" - რა განცხადებას ავრცელებენ "ევროვიზიის" ორგანიზატორები - კვირის პალიტრა

"პოლონეთისა და ისლანდიის დელეგაციების წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ" - რა განცხადებას ავრცელებენ "ევროვიზიის" ორგანიზატორები

"ევროვიზია 2021" მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში ცოცხლად ჩატარდება. მას მთელს მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს.

"ჩვენ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას. "ევროვიზიის" კვლავ გაუქმება ჩვენს გეგმებში არ შედის", - ამბობს კონკურსის აღმოსარულებელი ხელმძღვანელი მარტინ ოსტერდალი.

ცნობისთვის, 2020 წელს "ევროვიზიის" კონკურსი მსოფლიოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გაუქმდა. კონკურსის პირობების მიხედვით კი, მონაწილეებს უკვე გაჟღერებული სიმღერების მომავალ წელს შესრულება აეკრძალათ. 2021 წლისთვის მონაწილე 39 ქვეყნიდან 26-მა ახალი კანდიდატი წარადგინა.

როგორც ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ნუმენი ამბობს, კონკურსის გაუქმებისთანავე გადაწყვიტა, რომ მონაწილეობის მიღება მომდევნო წელსაც სურდა: ""ევროვიზიისთვის" მზადების პერიოდში ძალიან კარგ დროს ვატარებდი, ჩემი საბოლოო მიზანი კი სცენაზე გასვლა და გამარჯვებაა", - თქვა ჯეიმსმა.

მონაწილეთა უმეტესობა როტერდამში, რეპეტიციებზე, ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა და ისინი მკაცრ მითითებებს ემორჩილებოდნენ: "ვცდილობთ, ძალიან ფრთხილად ვიყოთ. ყველა იცავს დისტანციას და დადგენილ წესებს", - ამბობს საბერძნეთის წარმომადგენელი სტეფანია.

ადგილზე მყოფებისთვის ტესტირების გავლა ყოველ 48 საათში სავალდებულოა. კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრდა მას შემდეგ, რაც პოლონეთისა და ისლანდიის დელეგაციის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. წაიკითხეთ სრულად