"ჩვენ გვსურს ამერიკულ იარაღზე წვდომა. ადრე ასეთი შესაძლებლობა არ გვქონდა სომხეთთან კონფლიქტის გამო" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვსურს ამერიკულ იარაღზე წვდომა. ადრე ასეთი შესაძლებლობა არ გვქონდა სომხეთთან კონფლიქტის გამო"

აზერბაიჯანი დაინერესებულია ამერიკულ სამხედრო ტექნიკაზე წვდომა ჰქონდეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების თაობაზე გამართულ ვიდოეკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვსურს ამერიკულ იარაღზე წვდომა. ადრე ასეთი შესაძლებლობა არ გვქონდა სომხეთთან კონფლიქტის გამო. მაგრამ ახლა, კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ამის შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა ალიევმა.

აქვე მან იმედი გამოთქვა, რომ ბაქოს ურთიერთობები განვითარდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, კერძოდ კი თანამშრომლობის გააქტიურება შესაძლებელია თავდაცვის, თანამედროვე ტექნოლოგიების და ვაჭრობის სფეროებში. ალიევის თქმით, აშშ-ს შეუძლია წვლილი შეიტანოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.

"ინტერპრესნიუსი"