ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები - კვირის პალიტრა

ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმიანება და აცხადებს, რომ საჭიროა, მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი შესაძლებლობის გამოყენება.

"მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელმაც დაასრულა 11-დღიანი კონფლიქტი. აუცილებელია მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ამ შესაძლებლობის გამოყენება," – წერს შარლ მიშელი "ტვიტერში".

შეგახსენებთ, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

"ინტერპრესნიუსი"