"ისრაელი ძლიერია, თავს მშვენივრად იცავს, მაგრამ როდემდე?! გარშემო სულ მტრები ჰყავს, რაღაც უნდა დაალაგოს" - კვირის პალიტრა

"ისრაელი ძლიერია, თავს მშვენივრად იცავს, მაგრამ როდემდე?! გარშემო სულ მტრები ჰყავს, რაღაც უნდა დაალაგოს"

"ისრაელი ძლიერია, თავს მშვენივრად იცავს, მაგრამ როდემდე?! გარშემო სულ მტრები ჰყავს, რაღაც უნდა დაალაგოს", - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოეხმაურა.

შარაშენიძის შეფასებით, ისრაელი კონფლიქტს "გადასარევად გაუმკლავდა", მაგრამ მეზობლებთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს.

"ორივე მხარეს (ისრაელი პალესტინა) თავისი ნარატივი აქვს. ისრაელის სახელმწიფოს უამრავი მოკავშირე ჰყავს, უამრავი ფული აქვს, ამიტომაც მეტი მხარდაჭერა აქვს, ესაა საბოლოო ჯამში სიმართლე. ისრაელის კრიტიკა რთულია, მაშინ ანტისემიტის იარლიყს მოგვაწერენ. სამყაროში ბევრი კონფლიქტებს შავ-თეთრად უყურებს. ესაა ძალიან რთული კონფლიქტი და მოლაპარაკებაა საჭირო. კი, ისრაელი ძლიერია, თავს მშვენივრად იცავს, მაგრამ როდემდე?! გარშემო სულ მტრები ჰყავს, რაღაც უნდა დაალაგოს.

გადასარევად გაუმკლავდა ყველაფერს. ქების მეტს არაფერს იმსახურებს ეს სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც 40-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, მაგრამ როდესმე? - მეზობლებთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს", - განაცხადა შარაშენიძემ.