სინგაპურში კორონავირუსის "ჩასასუნთქი ტესტი" დაამტკიცეს - კვირის პალიტრა

სინგაპურში კორონავირუსის "ჩასასუნთქი ტესტი" დაამტკიცეს

სინგაპურის ხელისუფლებამ დროებით დაამტკიცა კოვიდ 19-ის "ჩასასუნთქი ტესტი", რომელიც შედეგს 1 წუთში იძლევა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პროდუქტის შემქმნელი კომპანია Breathonix-ის მტკიცებით, ტესტმა საპილოტე კლინიკური ცდის დროს 90%-იანი სიზუსტე აჩვენა.

სისტემა იყენებს ერთჯერად მილაკებს. მასში ჩაბერვის შემდეგ ხელსაწყო აფასებს ამოსუნთქული ჰაერის ქიმიურ ნაერთებს, რათა დადგინდეს არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული.

კომპანია Breathonix-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტში ტექნოლოგიის გამოცდის მიზნით.