"შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს" უწოდებს" - კვირის პალიტრა

"შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს" უწოდებს"

შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს" უწოდებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი მარია ზახაროვა "ფეისბუქში" წერს.

მისი თქმით, შოკისმომგვრელი უნდა იყოს ისიც, რომ აშშ-ის მოთხოვნით ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავს ავსტრიის ტერიტორიაზე დაჯდომა აიძულეს, ხოლო უკრაინაში ბელარუსული თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც "ანტიმაიდანის" აქტივისტი იმყოფებოდა, აფრენიდან 11 წუთში დასვეს.

"შოკისმომგვრელი უნდა იყოს ყველაფერი ან სხვების ანალოგიური საქციელი არ უნდა გაგდებდეს შოკში. საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანიის გამოყენება მედიასაშუალებებით შესაბამისი აღქმის ფორმირებისთვის სათანადო ეფექტს აღარ იძლევა. ქსელს ახსოვს ძალისმიერი გატაცებისა და თვითმფრინავის იძულების წესით დასმის, უკანონო დაკავების ყველა შემთხვევა, რომელიც "წესებისა და მორალის დამცველებმა" განახორციელეს", - წერს ზახაროვა.

"ინტერპრესნიუსი"