"ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია" - შარლ მიშელის გამოხმაურება მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის დაკავებაზე - კვირის პალიტრა

"ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია" - შარლ მიშელის გამოხმაურება მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის დაკავებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბელარუსში ჟურნალისტის დაკავების ფაქტს ეხმაურება."ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ განვიხილოთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტის დაწესების საკითხი. საჭიროა ძლიერი პასუხი", - დაწერა შარლ მიშელმა Twiter-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

"ინტერპრესნიუსი"