ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობას ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა დაავალა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობას ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბელარუსში ჟურნალისტის დაკავების გამო მთავრობას ბელარუსთან სააჰერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება დაავალა. ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესამსახური ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთავრობას უკრაინასა და ბელარუსს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტისა და უკრაინიდან და უკრაინაში ფრენებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილების მომზადება დაავალა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

"ინტერპრესნიუსი"