ევროკავშირი ბელარუსს სამი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის პაკეტს გაუყინავს - კვირის პალიტრა

ევროკავშირი ბელარუსს სამი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის პაკეტს გაუყინავს

ევროკავშირი ბელარუსს სამი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის პაკეტს გაუყინავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

"ევროკავშირის სამი მილიარდი ევროს ინვესტიციის პაკეტი ბელარუსისთვის შეჩერდება და გაყინული იქნება, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული არ გახდება", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

"ინტერპრესნიუსი"