რაზე ისაუბრებენ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები 28 მაისს გამართულ შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

რაზე ისაუბრებენ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები 28 მაისს გამართულ შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა 28 მაისს გაიმართება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა.

"დიახ, ამგვარი სამუშაო ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს. ეს იქნება საუბარი ორ პრეზიდენტს შორის, რომელიც, როგორც დაგეგმილია, გაგრძელდება სამუშაო ლანჩის განმავლობაში", - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებების გაკეთება არ იგეგმება.

მისივე თქმით, ლუკაშენკოს ექნება შესაძლებლობა, რუსეთის პრეზიდენტს დეტალურად გააცნოს Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გარემოებები.