"ბელარუსი არის ევროპის ცენტრი. თუ აქ რაღაც მოხდა, ეს კიდევ ერთ მსოფლიო ომს ნიშნავს" - კვირის პალიტრა

"ბელარუსი არის ევროპის ცენტრი. თუ აქ რაღაც მოხდა, ეს კიდევ ერთ მსოფლიო ომს ნიშნავს"

"სანამ რაიმე ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამთ, გახსოვდეთ, რომ ბელარუსი არის ევროპის ცენტრი. თუ აქ რაღაც მოხდა, ეს კიდევ ერთ მსოფლიო ომს ნიშნავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსი არ არის დიდი ქვეყანა, თუმცა ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლია.

"მიზანი გასაგებია. ვინ სარგებლობს ბელარუსის დემონიზირებით. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ადეკვატურად ვუპასუხებთ. მსგავსი მაგალითები მსოფლიოში არსებობს. სანამ რაიმე ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამთ, გახსოვდეთ, რომ ბელარუსი არის ევროპის ცენტრი. თუ აქ რაღაც მოხდა, ეს კიდევ ერთ მსოფლიო ომს ნიშნავს", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ამ ომში გამარჯვების იმედი არ აქვს, თუმცა, მაშინაც კი, თუ იგი მარტო დარჩება, რაშიც ბელარუსის ლიდერმა დარწმუნებულია, რომ ასე არ მოხდება, მისი მიზანი მტრისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება იქნება.