ალექსანდრე ლუკაშენკო:"ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბელარუსში "სისხლიან აჯანყებას" ამზადებდა" - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ლუკაშენკო:"ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბელარუსში "სისხლიან აჯანყებას" ამზადებდა"

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ქვეყანაში „სისხლიან აჯანყებას“ ამზადებდა.

ლუკაშენკოს თქმით, პროტასევიჩი აჯანყების მოწყობას დასავლეთის მხარდაჭერით გეგმავდა.

„როგორც ვვარაუდობდით, ჩვენმა „ავის მსურველებმა“ გადაწყვიტეს ქვეყნისთვის შიგნიდან დაერტყათ და ბრძოლის მეთოდები შეეცვალათ. მათ ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთეს და ადამიანურ მორალზე უარი თქვეს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსი არ არის დიდი ქვეყანა, თუმცა ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლია.

"მიზანი გასაგებია. ვინ სარგებლობს ბელარუსის დემონიზირებით. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ადეკვატურად ვუპასუხებთ. მსგავსი მაგალითები მსოფლიოში არსებობს. სანამ რაიმე ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამთ, გახსოვდეთ, რომ ბელარუსი არის ევროპის ცენტრი. თუ აქ რაღაც მოხდა, ეს კიდევ ერთ მსოფლიო ომს ნიშნავს”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

"ინტერპრესნიუსი"