"გროზ­ნო­ში ამ ამბის შე­სა­ხებ თით­ქმის ყვე­ლამ იცის..." - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს - კვირის პალიტრა

"გროზ­ნო­ში ამ ამბის შე­სა­ხებ თით­ქმის ყვე­ლამ იცის..." - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს

რუსულმა გამოცემა მასკი-პროეკტ.მედია-მ მოამზადა სტატია იმაზე, თუ როგორ შექმნა ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთის წიაღში საკუთარი სასულთნო.

"ჩეჩნეთი მოსკოვის ხელმძღვანელობას ერთგულებას ეფიცება, მაგრამ მის ტერიტორიაზე აღმოცენებულია მმართველობა, სადაც ევროპული სახელმწიფოს კანონები საბაზინოს დონეზეც კი არ მოქმედებს. რეგიონის ლიდერია რამზან კადიროვი, რომელიც გამოირჩევა მრავალცოლიანობით, რომელიც თავისი დიდი ოჯახისთვის მისი შემოსავლებიდან უამრავ ფულს ხარჯავს.

2015 წლის მაისში ჩეჩნეთში 47 წლის, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის ნაჟუდა გუჩიგოვასა და 17 წლის ლუიზა გოილაბიევის ქორწინების ფოტოებს, სადაც პატარძალი არ მალავდა, რომ უბედური იყო, რუსულ მედიაში დიდი შფოთი მოყვა.

არსებული ცნობების თანახმად, სკოლის მოსწავლე გოგონას ძალოვანის უწყების წარმომადგენელზე გათხოვება არ სურდა. ამ ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ გოგონას მშობლები, იმისთვის, რომ ოჯახი ჩეჩნეთიდან არ გაპარულიყო, გუჩიგოვამ მის სოფელთან პოლიციის ბლოკპოსტი დააყენა. გოგონას უფლებების დაცვას ადამიანის უფლების დამცველები მიხეილ ფედოტოვი და ელა პამფილოვაც შეეცადნენ, მაგრამ საქმროს რამზან კადიროვი გამოესარჩლა და ვერაფერს გახდნენ. ქორწინებას ნაჟუდა გუჩიგოვას პირველი ცოლიც ესწრებოდა, იმის დასტურად, რომ ჩეჩნეთში მრავალცოლიანიბა ტრაგედია არ არის.

"შარიათის კანონების თანახმად, მამაკაცს ოთხი ცოლის ყოლა შეუძლია, თუ მათი რჩენა და მათთვის თანაბარი ყურადღების დათმობა შეუძლია. წესის თანახმად ისინი ერთად არ ცხოვრობენ, ყველას ცალკე სახლი უნდა ჰქონდეს და სახლები ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. ქალი, თუ მას ქმარი არ ჰყავს, არასლრულფასოვან არსებად ითვლება, ამიტომაც ისინი მზად არიან მეორე და მესამე ცოლები გახდნენ" - წერს ჟურნალისტი და სვეტლანა ანოხინა თავის პუბლიკაციაში.

გოგონას უარი თქმა შეუძლია, მაგრამ მშობლები მუდმივად ცდილობენ, შვილები თუნდაც დაძალებით გაათხოვონ, რათა "მათ ცხოვრება დაულაგონ".

ჩენჩეთის ლიდერმა მრავალცოლიანობა არაერთხელ წაახალისა.

"ქალს პატრონი სჭირდება. თუ ახალგაზრდა გოგონა ქმარს გაშორებულია და ერთობა, მისი ძნა კლავს მას და მის მეგობარ მამაკაცსაც. ამიტომ, ჯობია, ქალები ვინმეს მეორე ან მესამე ცოლები გახდნენ, ვიდრე მოკლან..." - აცხადებს კადიროვი.

მის სიტყვებ ეთანხმება მისი ოფიციალური ცოლი მედინა, რომლის თქმითაც, "თუ მის ქმარს კიდევ მიუნდება დაქორწინება, ის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან ასეთია მუსლიმური წესები..." გააგრძელეთ კითხვა