"სკო­ლა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბან­დი­ტი და ბან­დის წევ­რი იყო. ის იყო ძა­ლი­ან პა­ტა­რა, მაგ­რამ სას­ტი­კად მო­ჩხუ­ბა­რი" - თავზეხელაღებული ქუჩური ცხოვრებიდან КГБ-ს ჯაშუშობამდე - კვირის პალიტრა

"სკო­ლა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბან­დი­ტი და ბან­დის წევ­რი იყო. ის იყო ძა­ლი­ან პა­ტა­რა, მაგ­რამ სას­ტი­კად მო­ჩხუ­ბა­რი" - თავზეხელაღებული ქუჩური ცხოვრებიდან КГБ-ს ჯაშუშობამდე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ცხოვრების ადრეული წლების შესახებ, იმაზე, თუ როგორ გახდა ის КГБ-ს ჯაშუში და როგორ დაქორწინდა ლუდმილა პუტინაზე, BBC-ი საინტერესო მასალას აქვეყნებს.

გამოცემასთან საუბრისას წიგნის - Death of a Dissident თანაავტორი, ალექს გოლდფარბი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი სკოლაში თავზეხელაღებული ბავშვი იყო და მისი ცხოვრება მთლიანად ჰქონდა მოცული ქუჩის სამყაროს და ის, რომ ქუჩას მოშორდა, ძიუდოში პუტინის მწვრთნელის დამსახურებაა.

"სკოლაში თავზეხელაღებული ბანდიტი და ბანდის წევრი იყო. ის იყო ძალიან პატარა, მაგრამ სასტიკად მოჩხუბარი. კრიმინალური ცხოვრებისგან გადაარჩინა სპორტმა. ძიუდოში მისმა მწვრთნელმა ქუჩას მოაშორა და პუტინი გახდა შეუპოვარი მებრძოლი. КГБ კი აკვირდებოდა ყველას საბჭოთა კავშირში, ვინც ძიუდოთი იყო დაკავებული", - ამბობს გოლდფარბი.

კრემლის საკითხების ანალიტიკოსი, ალექს რარი კი BBC-ის უყვება, რომ პუტინს ყოველთვის სურდა ჯაშუშობა და ამას არასდროს მალავდა.

"პუტინი არასდროს ასაიდუმლოებდა, რომ მას სურდა საიდუმლო სამსახურში ემუშავა, КГБ-ს წევრი ყოფილიყო. ოცნებობდა, რომ შტირლიცის მსგავსი გამხდარიყო, რომელიც ჯეიმს ბონდის რუსული ვერსიაა", - ამბობს ალექს რარი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები