ჩინეთში წყვილებს სამამდე შვილის ყოლის ნებას დართავენ - კვირის პალიტრა

ჩინეთში წყვილებს სამამდე შვილის ყოლის ნებას დართავენ

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში, თითოეულ წყვილს ორის ნაცვლად სამამდე შვილის ყოლის ნებას დართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

ცვლილება პოლიტბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავმჯდომარეობდა.

ცნობისათვის, 2016 წელს ჩინეთმა გააუქმა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ე.წ. ერთი შვილის პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად მოსახლეობის მკვეთრი ზრდის შეჩერების მიზნით შემოიღეს და წყვილებს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა.

ჩინეთში ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ 1950-იანი წლებიდან მოსახლეობა ყველაზე ნელი ტემპით გასული ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა.