პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები

29 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სოჭში პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარედან არის მცდელობები ქვეყანაში სიტუაცია შეარყიონ ისე, როგორც 2020 წლის აგვისტოში იყო.

"არის მცდელობა სიტუაცია შეარყიონ გასული წლის აგვისტოს დონეზე. გასაგებია, რა სურთ ამ დასავლელ მეგობრებს ჩვენგან. რა არის აქ განსახილველი", - აღნიშნა ლუკაშენკომ. რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან თავის რუს კოლეგასთან შეხვედრაზე მიიტანა დოკუმენტები, რომლებიც გაარკვევს სიტუაციას Ryanair–ის თვითმფრინავის დასმასთან დაკავშირებით.

"ყოველთვის არიან ჩვენთვის პრობლემების შექმნის მოსურნეები. თქვენ ამის შესახებ იცით და მე თქვენ მოგაწვდით ინფორმაციას. თქვენთან ისეთი სანდო ურთიერთობები მაქვს, თან მოვიტანე რამდენიმე დოკუმენტი, რომლებსაც გიჩვენებთ, რათა მიხვდეთ, თუ რა ხდება. რათა მიხვდეთ, თუ რა ხალხია ისინი. ჩამოტანილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გაირკვევა, "რა ხდება და რა მოხდა იქ", - აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები