"29 წელი გავიდა და სიმართლე ბოლომდე კიდევ არ ვიცით" - რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან იტალიური "მაფიის ბოსი"
"29 წელი გავიდა და სიმართლე ბოლომდე კიდევ არ ვიცით" - რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან იტალიური "მაფიის ბოსი"
25-წლიანი პატიმრობის შემდეგ სიცილიური მაფიის - "კოზა ნოსტრას" ბოსი, ჯოვანი ბრუსკა ვადამდე გაათავისუფლეს. სისასტიკით ცნობილი ბრუსკას დანაშაულებათა სიაში მოხვდა მოსამართლე ჯოვანი ფალკონეს, მისი მეუღლისა და დაცვის სამი წევრის მკვლელობა, ასევე 11 წლის ბავშვის წამება. როგორც ცნობილია, 11 წლის გარდაცვლილი ბავშვი ერთ-ერთი მაფიოზის შვილი იყო. საერთო ჯამში, ბრუსკას ჩვენებებზე დაყრდნობით, მას ასზე მეტ მკვლელობაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"კოზა ნოსტრას" ბოსი სამართალდამცავებმა 1996 წელს დააკავეს. დროთა განმავლობაში მას სხვადასხვა დანაშაული დაუმტკიცეს და
საბოლოოდ, უვადო პატიმრობა შეუფარდეს, 25-წლიანი პატომრობის შემდეგ მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 4-წლიანი პირობითი სასჯელით დატოვა. ამ ამბავმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია.

90-იან წლებში, იმ იმედით, რომ სასამართლო ბრუსკას მსუბუქ სასჯელს შეუფარდებდა, მაფიის ბოსი ღიად ალაპარაკდა იმ დანაშაულებებზე, რომელსაც მაფიოზური კლანი წლების განმავლობაში აკეთებდა, მათ
შორის იყო ასზე მეტი მკვლელობა.

ვინ არის ჯოვანი ბრუსკა?

64 წლის ჯოვანი ბრუსკამ 1992 წელს თავად ააფეთქა ქალაქ პალერმოსთან ახლოს, გზაზე დამონტაჟებული ნახევარი ტონა ასაფეთქებელი. ამ გზაზე იტალიური მაფიის ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეს, მოსამართლე ჯოვანი ფალკონეს უნდა გაევლო. აფეთქებისას მოსამართლესთან ერთად დაიღუპა მეუღლე და დაცვის სამი წევრი. ორ თვეში დანაშაულებრივი კლანის წევრებმა კიდევ ერთი მოსამართლე მოკლეს. ამ მოვლენებმა საზოგადოება აღაშფოთა და იტალიაში მაფიასთან ბრძოლისა და კრიმინალის წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრი კანონები მიიღეს.

ბრუსკამ მის დაჯგუფებასთან ერთად კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა. მან 11 წლის ჯუზეპე დი მატეო წამებით მოკლა. როგორც ცნობილია, ბავშვის მამა "კოზა ნოსტრას" მაფიის წევრი იყო, ბრუსკამ ის ღალატში დაადანაშაულა, 11 წლის ბავშვი მოიტაცა, სასტიკად აწამა, გაგუდა, ბავშვის ცხედარი შემდეგ მჟავით გააქრეს.

1996 წელს გათავისუფლების იმედით ალაპარაკებულმა ბრუსკამ სამართალდამცავებთანაც ითანამშრომლა. მისი ჩვენებების დახმარებით უამრავი დამალული თუ გაქცეული დამნაშავე იპოვეს და დააკავეს. წლების განმავლობაში ის მთავარ სახელმწიფოს მოწმედ იქცა და მისი დახმარებით უამრავი საქმე გაიხსნა, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რომ მას ციხე დაეტოვებინა.

საზოგადოების რეაქცია

ჯოვანი ბრუსკას ციხიდან გათავისუფლების ფაქტმა იტალიელებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

"სახელმწიფო ჩვენს წინააღმდეგაა. 29 წელი გავიდა და სიმართლე ბოლომდე კიდევ არ ვიცით. ჯოვანი ბრუსკა კი, რომელმაც ჩემი ოჯახი გაანადგურა - ახლა გათავისუფლდა" - განაცხადა ჟურნალისტებთან მოსამართლე ფალკონეს ოჯახთან ერთად გარდაცვლილი დაცვის მეუღლემ.

სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგიერთმა იტალიელმა პოლიტიკოსმაც შეაფასა:

"იტალიას ასეთი მართლმსაჯულება არ დაუმსახურებია" - განაცხადა პოლიტიკური პარტია "ლიგის" წევრმა მატეო სალვინიმ. (წყარო)

არა ტროლი
02 ივნისი 2021 15:17
ციხეში მოხვდერის შემდეგ სხვაიარად ალაპარაკდები................ ქვაც ალაპარაკდება ........................

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები