"ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ამჟამინდელი სანქციები უკვე აღარ მუშაობს - რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია"
"ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ამჟამინდელი სანქციები უკვე აღარ მუშაობს - რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია"
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან მხოლოდ 10 000 ჯარისკაცი გაიყვანა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რა დროსაც ისინი კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

ზელენსკის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის საზღვრების გასწვრივ ამჟამად რუსი სამხედროების კონცენტრაცია შეინიშნება, გარდა ამისა რუსეთმა საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში გაზარდა თვითმფრინავებისა და სამხედო ტექნიკის რაოდენობა.

„რუსეთი მხოლოდ სიტყვიერად აცხადებს ძალების გაყვანისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ. მთლიანობაში, გაიყვანეს მხოლოდ
დაახლოებით 10 000 სამხედრო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან მან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ამჟამინდელი სანქციები უკვე აღარ მუშაობს - რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია, ამასთან იტაცებს სხვა ტერიტორიებს და ემუქრება ევროპას. არ შეიძლება ცივილიზებულმა სამყა
რომ ეს დაუშვას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია არა უბრალოდ ზეწოლა, არამედ სანქციების პოლიტიკის ახალი ფორმატის შექმნა“ , - განმარტა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები