"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის
"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის
ის­რა­ელ­ში ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუს 12-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა სრულ­დე­ბა და მალე მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი ჩა­ა­ნაც­ვლებს. ის­რა­ე­ლის ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა ახა­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას უკვე მი­აღ­წი­ეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა იაირ ლა­პიდ­მა მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე 35 წუ­თით ადრე პრე­ზი­დენტ რუ­ვენ რივ­ლინს ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა:

ოპო­ზი­ცი­ის მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის, "ია­მი­ნას" ლი­დე­რი, ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი გახ­დე­ბა, შემ­დეგ კი, 2 წე­ლი­წად­ში, პოსტს იაირ ლა­პიდს და­უთ­მობს.

ვინ არის ნაფ­ტა­ლი
ბე­ნე­ტი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რის პოსტს ჩა­ი­ბა­რებს?

"ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი და მი­ლი­ო­ნე­რი", - წერს BBC ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში. ბე­ნე­ტი ამ­ბობს, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შორს არის ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­ა­უს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის­გან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ნეტს დიდი ხა­ნია აქვს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ამ­ბი­ცია. წლე­ბია, ის აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ის­რა­ე­ლის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

49 წლის ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ერთ ეტაპ­ზე ნა­თა­ნი­აჰუს მფარ­ვე­ლად და "მარ­ჯვე­ნა ხე­ლად" მი­იჩ­ნე­ო­და. ის ჯერ ნა­თა­ნი­აჰუს შტა­ბის უფ­რო­სად, ხოლო შემ­დეგ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და,

მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა მე­მარ­ჯვე­ნე ეროვ­ნულ-რე­ლი­გი­უ­რი ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის პარ­ტი­ას. 2013 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბაც მო­ი­პო­ვა და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და. მალე კი ის­რა­ე­ლის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოს­ტი ჩა­ი­ბა­რა.

ის 2019 წლამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის წევ­რი იყო, ხოლო 2019 წელს მის­მა ახ­ლად ფორ­მი­რე­ბულ­მა პარ­ტია "ია­მი­ნამ" ვერ მო­ი­პო­ვა წარ­მა­ტე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, რის შემ­დე­გაც ის და მისი პარ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად იქ­ცნენ.

ბე­ნეტს ხში­რად უწო­დე­ბენ ულტრა-ნა­ცი­ო­ნა­ლისტს, თა­ვად კი სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას ამ­ბობს, რომ ნა­თა­ნი­აჰუ­ზე უფრო მე­ტად მე­მარ­ჯვე­ნეა. ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი ღიად უწევს ად­ვო­კა­ტი­რე­ბას, ის­რა­ე­ლის, რო­გორც ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ულ და რე­ლი­გი­ურ პრე­ტენ­ზი­ებს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­სა და სი­რი­ის გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით. ამავდრო­უ­ლად, ის ამ­ბობს, რომ ის­რა­ელს არ აქვს პრე­ტენ­ზია ღა­ზა­ზე, სა­ი­და­ნაც ის­რა­ელ­მა 2005 წელს ჯარი გა­იყ­ვა­ნა.
გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები