"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის - კვირის პალიტრა

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის

ისრაელში ბენიამინ ნათანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის ეპოქა სრულდება და მალე მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნაფტალი ბენეტი ჩაანაცვლებს. ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

მედიის ინფორმაციით, ცენტრისტული პარტიის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე პრეზიდენტ რუვენ რივლინს ელექტრონული წერილი გაუგზავნა:

ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტიის, "იამინას" ლიდერი, ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ისრაელის პრემიერის პოსტს ჩაიბარებს?

"ყოფილი სპეცრაზმელი, ნაციონალისტი და მილიონერი", - წერს BBC ნაფტალი ბენეტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში. ბენეტი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები შორს არის ბენიამინ ნათანიაუს შეხედულებებისგან.

აღსანიშნავია, რომ ბენეტს დიდი ხანია აქვს პრემიერ-მინისტრობის ამბიცია. წლებია, ის აქტიურადაა ჩართული ისრაელის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

49 წლის ნაფტალი ბენეტი თავისი პოლიტიკური კარიერის ერთ ეტაპზე ნათანიაჰუს მფარველად და "მარჯვენა ხელად" მიიჩნეოდა. ის ჯერ ნათანიაჰუს შტაბის უფროსად, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრად მუშაობდა,

მოგვიანებით შეუერთდა მემარჯვენე ეროვნულ-რელიგიური ებრაელი ხალხის პარტიას. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებაც მოიპოვა და პარლამენტში შევიდა. მალე კი ისრაელის ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩაიბარა.

ის 2019 წლამდე არსებული ყველა კოალიციური მთავრობის წევრი იყო, ხოლო 2019 წელს მისმა ახლად ფორმირებულმა პარტია "იამინამ" ვერ მოიპოვა წარმატება არჩევნებში, რის შემდეგაც ის და მისი პარტია გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლებად იქცნენ.

ბენეტს ხშირად უწოდებენ ულტრა-ნაციონალისტს, თავად კი საკუთარი თავის დახასიათებისას ამბობს, რომ ნათანიაჰუზე უფრო მეტად მემარჯვენეა. ნაფტალი ბენეტი ღიად უწევს ადვოკატირებას, ისრაელის, როგორც ებრაული სახელმწიფოს ისტორიულ და რელიგიურ პრეტენზიებს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და სირიის გოლანის მაღლობებთან მიმართებით. ამავდროულად, ის ამბობს, რომ ისრაელს არ აქვს პრეტენზია ღაზაზე, საიდანაც ისრაელმა 2005 წელს ჯარი გაიყვანა.

გააგრძელეთ კითხვა