ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 3 ადამიანი.აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ჟურნალისტია - ტელევიზია AZTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი.გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.