"რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო უხეში, საშუალებები კი - უფრო სასტიკი ხდება" - კვირის პალიტრა

"რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო უხეში, საშუალებები კი - უფრო სასტიკი ხდება"

რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც "ცივი ომის" პერიოდში იყო, – ამის შესახებ გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა გერმანულ გამოცემა ჭელტ ამ შონნტაგ-სთან საუბარში განაცხადა.

გერმანიის სპეცსამსახურის უფროსის ინფორმაციით, კრემლს აქვს ძალიან კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი გერმანიის მიმართ პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში.

"კრემლს გერმანიის მიმართ, პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში ძალიან კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი აქვს. რუსეთი აგენტებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა გარემოში კონტაქტის დასამყარებლად იყენებს,"- აღნიშნა თომას ჰალდენვანგმა.მისი თქმით, რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო და უფრო უხეში და სასტიკი ხდება. "მოსკოვის მეთოდები უფრო უხეში ხდება, ხოლო საშუალებები უფრო სასტიკი", - აღნიშნა ჰალდენვანგმა და ამის მაგალითად 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტი მოიტანა, რაშიც სააგენტო რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"