თალიბებმა 10 გამნაღმველი მოკლეს
თალიბებმა 10 გამნაღმველი მოკლეს
ავღანეთში, ბაღლანის პროვინციაში "თალიბანის" მებრძოლები გამნაღმველებს დაესხნენ თავს, დაღუპულია 10 და დაშავებულია 14 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თარექ არიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდასხმა თალიბების მოწყობილია.

"თალიბები შევიდნენ განაღმვითი სააგენტოს შენობაში და ყველას ესროდნენ", - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები საერთაშორისო განაღმვითი ორგანიზაცია Halo Trust-სთვის მუშაობდნენ, რომელსაც ქვეყანაში დაახლოებით 2 600
თანამშრომელი ჰყავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები