"არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე? - კვირის პალიტრა

"არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშვებს შესაძლებლობას, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანდეს. ამ საკითხზე პუტინმა Россия 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პუტინის თქმით, ეს მხედველობაში უნდა ჰქონდეთ.

„რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანების შეთავაზების საკითხს ან ნატოში უკრაინის გაწევრიანების გეგმებს, მე ვხედავ ჩვენი მიმომხილველების კომენტარებს, ვხედავ ჩვენი მასმედიის, ჩვენი პოლიტიკოსების რეაქციებს. ყველა ცოტათი დასცინის ზელენსკის და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყბედობაა, აქ არაფერი იქნება და ა.შ. მე სხვა აზრი მაქვს. შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. არაერთხელ მომისმენია, რომ ნატო ღია ორგანიზაციაა და ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს, როგორ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან? არსებობს ფორმალური შეზღუდვები, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. ჩვენ არ ვიცით, რაზე მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში“, - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"