რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულ" და არაკანონიერ ორგანიზაციებად გამოაცხადა
რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულ" და არაკანონიერ ორგანიზაციებად გამოაცხადა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს "ექსტრემისტული" ორგანიზაციები უწოდა და არაკანონიერად გამოაცხადა.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება მათთვის, ვინც ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან და მის რეგიონალურ ქსელთანაა დაკავშირებული.

გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა, ნავალნის თანაგუნდელებს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ 19 სექტემბრის არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატებს მოიპოვებდნენ, თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, ხანგრძლივი პატიმრობა იმ პირებს, რომლებიც ორგანიზაციაში
მუშაობენ, ვინაიდან ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობა პატიმრობას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები