"თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს"

"თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიტანეთის ავიაბაზაზე ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის მკაფიო მესიჯს გადასცემდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ისინი მომავალ კვირაში შეხვდებიან.

"ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ. ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა. მაგრამ თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს,"- აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, ის მოწოდებულია, აღადგინოს ტრანსატლანტიკური კავშირები და განაახლოს რუსეთთან ურთიერთობები.

"ეს საზღვარგარეთ ჩემი პირველი ტურნეა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. მონაწილეობას მივიღებ "დიდი შვიდეულის" შეხვედრაში, ნატოს მინისტერიალში და შემდეგ შევხვდები ბატონ პუტინს იმისთვის, რომ ვაცნობო მას ის, რაც მსურს, რომ იცოდეს," - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტის რანგში პირველი საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში, ევროპაში გუშინ გაემგზავრა.