სომხეთის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა - კვირის პალიტრა

სომხეთის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ პოზიციებს გეღარქუნიქის პროვინციაში ცეცხლი გაუხსნა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 10 ივნისს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს და მოწინააღდეგე მხარე აიძულეს საქმიანობა შეეჩერებინათ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის მხარენ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სომეხმა მესაზღვრეებმა კი შესაბამისად უპასუხეს.

სომხეთი აცხადებს, რომ მათ მხარეს არავინ დაშავებულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანელები სომხური პოზიციებისკენ 30 წუთის განმავლობაში ისროდნენ.

"ინტერპრესნიუსი"