"იმედია, რომ ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია"
"იმედია, რომ ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია"
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტზე რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავების ნაბიჯები განიხილება.

ამის შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ "ტვიტერზე“ დაწერა.

"ინფორმაცია მივაწოდე იენს სტოლტენბერგს რუსეთიდან მომდინარე მნიშვნელოვან საფრთხეებზე. იმედია, რომ ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია. ხაზი გაესვა უკრაინისთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკის დადასტურების მნიშვნელობას და 2008 წელს უკრაინისთვის MAP-ის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ქმედითობას“, - აცხადებს ზელენსკი.

სატელეფონო საუბრის
შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ნატოს გენერალურმა მდივანმაც.

"საუბარი მქონდა ჩვენი ღირებული პარტნიორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტი, რეგიონში არსებული სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით და რუსეთის მხრიდან მიუღებელი სამხედრო მობილიზება. მე გამოვხატე ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა მათი რეფორმების პროცესის მიმართ“, - წერს სტოლტენბერგი.

ბრიუსელში ნატოს
სამიტი 14 ივნისსაა დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
15 ივნისი 2021 07:13
არის ერთი მომენტიც, დიდი რუსისა და პატარისთვისაც საქართველო მარტო შავ ზღვასთან და ახლო აღმოსავლეთთან მისასვლელი გზა არ არის, ღმერთთან მისასვლელი გაზაც აქა აქვთ და არაა ეს 200 წლის ამბავი, მეტისაა ! დაგვეხსნება ? სავარაუდოდ ვერა და არაც !

რუბრიკის სხვა სიახლეები