დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აფრთხილებს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე "არ ჩაეძინოს" - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აფრთხილებს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე "არ ჩაეძინოს"

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აფრთხილებს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას არ ჩაეძინოს. "წარმატებას ვუსურვებ ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას - არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს, და გთხოვ ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი", - წერია ტრამპის განცხადებაში, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენს "მძინარე ჯო" შეარქვა.

ამავე განცხადებაში ტრამპი იხსენებს, რომ პრეზიდენტის რანგში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან ფინეთში და აშშ-მა ბევრს მიაღწია.

აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი.