"მედიაში არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად „მკვლელებს" ჰგვანან, ვიდრე ჟურნალისტებს"
"მედიაში არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად „მკვლელებს" ჰგვანან, ვიდრე ჟურნალისტებს"
ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ინსტიტუციური გზით - სახელმწიფო ინსტიტუტების უწყვეტი გაძლიერებისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების გაძლიერების გზით, ამას ალტერნატივა არ აქვს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მან სომხეთის მედია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სომხეთში წესები არა მხოლოდ მთავრობის ოფიციალური პირებისთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც უნდა გამკაცრდეს.

"მედიაში არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად "მკვლელებს" ჰგვანან, ვიდრე ჟურნალისტებს. დღეს სომხეთის მედია სფერო ნამდვილ ნაგავსაყრელად გადაიქცა. ამ დარგის
დარეგულირების მიზნით, უნდა წავახალისოთ ჟურნალისტური საზოგადოება, კანონით შევქმნათ გარკვეული მექანიზმები, იმისთვის, რომ ჟურნალისტურმა საზოგადოებამ ეთიკის წესები შექმნას. უნდა არსებობდეს ეთიკის ამ წესების დაცვის გარკვეული მექანიზმები ", - განაცხადა ფაშინიანმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები