ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა - კვირის პალიტრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ბენიამინ ნეთანაჰუს 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყნის პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა.

ისრაელის "ქნესეთში" კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფთალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 კი წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისთვის, ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრო კოალიციის შექმნაზე. ამ შეთანხმებით, ბენეტი 2 წლის მანძილზე იქნება პრემიერი, 2023 წელს კი მას იაირ ​ლაპიდი შეცვლის.