"აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევამ უკვე იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი? - კვირის პალიტრა

"აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევამ უკვე იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი?

აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევამ უკვე იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "NBC“-სტან ინტერვიუში განაცხადა..

"მე ასე წარმომიდგენია, რომ ამერიკის ხელისუფლება მაინც გააგრძელებს ჩარევას სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში და ვეჭვობ, ამ პროცესის შეჩერება შეიძლებოდეს. მან ძალიან დიდი ზომები მიიღო“ , - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მისი მოწოდება ამერიკის ადმინისტრაციისადმი, მათ შორის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, არაფრად ღირს.

კრემლის ლიდერმა გამოთქვა აზრი, რომ არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში: არც ამერიკა ჩვენ პოლიტიკაში, არც ჩვენ ამერიკის პოლიტიკაში და არც სხვა ქვეყნის პოლიტიკაში“ , - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ერებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მშვიდად განვითარდნენ. თუკი არსებობს კრიზისული სიტუაციები, ისინი თავად ქვეყნის შიგნით, გარედან ჩარევის გარეშე უნდა მოგვარდეს.

"ინტერპრესნიუსი"