"აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევამ უკვე იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი?
"აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევამ უკვე იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი?
აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევამ უკვე იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "NBC“-სტან ინტერვიუში განაცხადა..

"მე ასე წარმომიდგენია, რომ ამერიკის ხელისუფლება მაინც გააგრძელებს ჩარევას სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში და ვეჭვობ, ამ პროცესის შეჩერება შეიძლებოდეს. მან ძალიან დიდი ზომები მიიღო“ , - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მისი მოწოდება ამერიკის ადმინისტრაციისადმი, მათ შორის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, არაფრად ღირს.

კრემლის ლიდერმა გამოთქვა აზრი,
რომ არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში: არც ამერიკა ჩვენ პოლიტიკაში, არც ჩვენ ამერიკის პოლიტიკაში და არც სხვა ქვეყნის პოლიტიკაში“ , - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ერებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მშვიდად განვითარდნენ.
თუკი არსებობს კრიზისული სიტუაციები, ისინი თავად ქვეყნის შიგნით, გარედან ჩარევის გარეშე უნდა მოგვარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

muamar kadafi
18 ივნისი 2021 14:48
ცდებით ბ-ნო პუტინ, ქ-ნი დაგნანი მხოლოდ ქართველების თხოვნით ერევა საშინაო საქმეებში
გლახუნა
14 ივნისი 2021 21:23
აბაა, რომ ,,ჩაერია,, და სადაც ,,ჩაერია,, ...,, მ ა რ შ ა ლ ი ს გეგმით,, ან მისდაგვარი მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ი თ ... მივიღეთ დასავლეთ ევროპა,სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია ... და სხვა მ რ ა ვ ა ლ სახელმწიფოც, სადაც ,,ჩაერია, .. ი გ ი ვ ე მდგომარეობაში შეიქნებოდა ..
რ ო მ არა თქვენ - დღესაც შ უ ა საუკუნეების , მენტალურად ავადმყოფი რუსულ- მონღური სამყარო - იმპერია ...რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს - ამ თავიანთ ჭ ა ო ბ შ ი ჩაითრიონ ...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები