რატომ მაინცდამაინც ევროპელი? - კვირის პალიტრა

რატომ მაინცდამაინც ევროპელი?

დომინიკ სტროს-კანი ციხეშია, საერთაშორიო სავალუტო ფონდში კი უკვე დაიწყო დებატები მისი შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს სურს, ეს პოსტი კვლავ ევროპელმა დაიჭიროს.

მაგრამ ეს შემაშფოთებელი სიგნალი იქნება განვითარების გზაზე მდგომი ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც ჩინეთი და ინდოეთია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებიან, რომ კანცლერი მერკელი დაინტერესებულია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსად დაინიშნოს იტალიის ბანკის მეთაური მარიო დრაგი.

მერკელმა გულახდილად აღიარა, - შექმნილ ვითარებაში, როცა ევროსთან დაკავშირებით აქტიურად ვმსჯელობთ, ევროპას ყველანაირი საფუძველი აქვს კარგი კანდიდატების წამოსაყენებლადო. მერკელი იმასაც დაეთანხმა, რომ მსოფლიოს ისეთ ახალ ზესახელმწიფოთა კანდიდატებსაც, როგორებიც ჩინეთი, ინდოეთი და სხვები არიან, შეუძლიათ შემდგომში წამყვანი პოსტების დაკავება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე კონტროლი ასუსტებს ევროპას - დაბლა სცემს მის ავტორიტეტს ძალთა გლობალურ განლაგებაში სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს. არაავტორიტეტული ევროპა ვერ მოუწოდებს განვითარებად სახელმწიფოებს საერთაშორისო ინსტიტუტებში კონსტრუქციული როლის თამაშისკენ. ევროპა სერიოზულად უნდა მოეკიდოს "ოცეულის" სამიტზე მიცემულ დაპირებებს.

მოძველებულ პრივილეგიებზე ჩაჭიდების ნაცვლად ევროპის ქვეყნებს ურჩევნიათ, ერთი პირი ჰქონდეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გავლენის გასაძლიერებლად და არა მაინცდამაინც ევროპელის დანიშვნას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელად.

"დი ველტი", გერმანია