ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ჟენევაში შეხვედრა მიმდინარეობს. ვილა ლა გრანჟიში შესვლამდე პრეზიდენტები ერთმანეთს მიესალმნენ და ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

პუტინმა ამერიკელ კოლეგას "შეხვედრის ინიცირებისთვის" მადლობა გადაუხადა.

"ვიცი, რომ გრძელი გზა გამოიარეთ და ბევრი იმუშავეთ. აშშ-სა და რუსეთს ბევრი საკითხი დაუგროვდათ, რომლებიც უმაღლესი დონის შეხვედრას საჭიროებენ და იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება,"- განუცხადა პუტინმა ბაიდენს შეხვედრის დაწყებამდე.

ვიწრო ფორმატის შეხვედრა 1 საათს გაგრძელდება, ამის შემდეგ კი ორნაწილიანი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დაიწყება და ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ.