ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დასრულდა.ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, პირისპირ შეხვედრამ 90 წუთზე ცოტა მეტხანს გასტანა. პირველი შეხვედრისთვის 1 საათი და 20 წუთი იყო გამოყოფილი. ამჟამად ლიდერები შეხვედრას უკვე გაფართოებულ ფორმატში მართავენ. შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული. სამიტი მოიცავს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, ასევე შეხვედრების ორ რაუნდს გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ. სამიტს ვილა ლა გრანჟი მასპინძლობს."ინტერპრესნიუსი"