ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დასრულდა - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN ? - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დასრულდა - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN ?

ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დასრულდა.

ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირისპირ შეხვედრამ 90 წუთზე ცოტა მეტხანს გასტანა. პირველი შეხვედრისთვის 1 საათი და 20 წუთი იყო გამოყოფილი. ამჟამად ლიდერები შეხვედრას უკვე გაფართოებულ ფორმატში მართავენ. შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული. სამიტი მოიცავს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, ასევე შეხვედრების ორ რაუნდს გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ. სამიტს ვილა ლა გრანჟი მასპინძლობს.

"ინტერპრესნიუსი"