"მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ..." - რა განაცხადა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა?
"მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ..." - რა განაცხადა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა?
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვედრაზე უთხრა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება.

ამის შესახებ ბაიდენმა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში დგას. საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რომ რუსეთს თვალყურს ვადევნებდეთ, როცა ისინი ადამიანის უფლებებს არღვევენ, საქმე ეხება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ. მე მას განვუმარტე, რომ გავაგრძელებ საუბარს იმ შემთხვევების წინააღმდეგ, როდესაც
ადამიანის უფლებების დარღვევა ხდება. მე მას მივუთითე, რომ ამის გამო ვაპირებთ წამოვწიოთ ჩვენი შეშფოთება ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა ალექსეი ნავალნი. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრობლემების წინ წამოწევას, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ", - განაცხადა
ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ის რაც ახლა პუტინს ყველაზე ნაკლებად უნდა "ცივი ომია".
„მე მას მივანიშნე, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერი კიბერშესაძლებლობები გაქვს და მან ეს ძალიან კარგად იცის. მან ზუსტად არ იცის ეს რა არის ეს, თუმცა იცის, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ. თუ ისინი გააგრძელებენ ძირითადი ნორმების დარღვევას, ჩვენ მათ ვუპასუხებთ. მას ახლა „ცივი ომი“ ყველაზე ნაკლებად სჭირდება”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი დანებდება და დამარცხებას აღიარებს.

"ინტერპრესნიუსი"

muamar kadafi
17 ივნისი 2021 11:28
ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ის რაც ახლა პუტინს ყველაზე ნაკლებად უნდა "ცივი ომია" - მე მგონი ყველაფერი ნათქვამია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები