ბენ ჰოჯესი:"რაც ახლა ხდება უკრაინაში არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო" - კვირის პალიტრა

ბენ ჰოჯესი:"რაც ახლა ხდება უკრაინაში არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო"

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, რაც ახლა ხდება უკრაინაში არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო.

"რუსეთი შეჩერდება მხოლოდ მაშინ, როცა მათ შეაჩერებენ. რაც ახლა ხდება უკრაინაში არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ 3-6 თვეში გამოჩნდება, როგორი სახის დიალოგი ექნება პრეზიდენტ პუტინთან. წამზომი ჩართულია“, - წერს ჰოჯესი „ტვიტერზე“ და აქვე აღნიშნავს, რომ რეალური ტესტი იქნება ის, რაც მოხდება მომდევნო სამ-ექვს თვეში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომდევნო თვეები ერთგვარი ტესტი იქნება, თუ რა შედეგს გამოიღებს სამიტი და რომ 3-6 თვის შემდეგ, მათ უნდა შეაფასონ, გამოვიდა თუ არა ყველაფერი ისე, როგორც შეთანხმდნენ.

"ინტერპრესნიუსი"