"მინსკი-თბილისის რეისზე მგზავრებმა იჩხუბეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბელარუსის ავიაკომპანია? - კვირის პალიტრა

"მინსკი-თბილისის რეისზე მგზავრებმა იჩხუბეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბელარუსის ავიაკომპანია?

ბელარუსის ავიაკომპანია "ბელავიას" ინფორმაციით, მინსკი-თბილისის რეისზე მგზავრებმა ჩხუბი მოაწყეს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით "სპუტნიკი" იუწყება.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა, მგზავრებს შორის კონფლიქტი დაიწყო. თვითმფრინავის მეთაურმა ხმამაღალი კავშირის გამოყენებით, მოუწოდა არასათანადოდ მოქცევის შეწყვეტისკენ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა გვერდით მჯდომ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტში მონაწილე პირები ცალ-ცალკე გადასვეს. თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა.

აურზაურში სხვა მგზავრებიც ჩაერთნენ, რომლებიც ჩხუბის წამომწყების დამშვიდებას ცდილობდნენ. თბილისის აეროპორტში აღნიშნული პირი პოლიციამ გადაიყვანა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"