რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
L-410 ტიპის თვითმფრინავმა რუსეთის კემეროვოს ოლქში ავარიული დაჯდომა განახორციელა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა, 15 პარაშუტისტი და 2 მფრინავი. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი თვითმფრინავის დაჯდომის დროს ერთ-ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები