"ჩემს მანქანას ესროლეს" - სომხეთში პრემიერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს - კვირის პალიტრა

"ჩემს მანქანას ესროლეს" - სომხეთში პრემიერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს

სომხეთში პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი „დემოკრატთა ალიანსის“ ბლოკიდან არმან ბაბაჯანიანი მისი პირადი ავტომანქანის დაცხრილვის შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

"ჩემს მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზე, და მითუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ", - წერს "ფეისბუქზე“ ბაბაჯანიანი.

პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე უცნობმა პირმა პრემიერობის კანდიდატის მანქანის საქარე მინას ესროლა. ინციდენტი ნორკ-მარაშის დასახლებაში მოხდა.

სომხეთში დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"